воскресенье, 7 апреля 2013 г.

ზეპირსიტყვიერება ჩემს სოფელში.

პროექტის სახელწოდება
ზეპირსიტყვიერების ნიმუშები ჩემს  სოფელში.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა:  ზღაპრების,  ლექსების,  გამოცანების , ანდაზების  შეგროვება.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ  მოიძიონ   ინფირმაცია  დამოუკიდებლიდ.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ  შეაგროვონ  მასალა   საპროექტო თემისათვის.
პროექტის  მიზანი
ხალხში  შემორჩენილი   ზეპირსიტყვიერების ნიმუშების  შეგროვება  და ჩაწერა.
მონაწილეთა ასაკი
VII კლასი
ვადები-ხანგრძლივობა
3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვებით მოსწავლეები  გამოუშვებენ   კედლის გაზეთს.
უნარ-ჩვევები
თემში  მუშაობის  ,დამოუკიდებლად ინფორმაციის  დახარისხების და  მოპოვებული  მასალების  განზოგადების   უნარ-ჩვევები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
საკანცელარიო  ნივთები.   ვიდეო აპარატურა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები გადიან  თემში, არჩევენ  მათთვის  საინტერესო  რესპოდენტებს.
აგროვებენ და იღებენ სურათებს, იღებენ ვიდეო მასალას, ქმნიან ელექტრონულ პორტფოლიოს.
ამზადებენ პრეზენტაციებს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართ. VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს (მაგალითად, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამების/მოსაზრებების დამოწმება, მიმართვის ან ემოციის გამოხატვის ფორმები და სხვ.), რომლებიც შეესაბამება სხვადასხვაგვარ აუდიტორიასა და მიზნებს;
·         აუდიტორიის ასაკისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით აფორმებს ტექსტს;
·         წერს კონკრეტულ პრობლემაზე სხვადასხვა პოზიციიდან და სხვადასხვა აუდიტორიისათვის (მაგალითად, სკოლაში არსებული პრობლემური სიტუაციის შესახებ წერს მშობლის, თავად მოსწავლის, დირექტორის და ა. შ. პოზიციიდან);
·         წარმოადგენს პრობლემური საკითხის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მიზნით (დარწმუნების, თანაგრძნობის გამოწვევის მოტივით და სხვ.).  

                                                                                                                                    
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა და ქცევის ფორმებს;
·         იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს;
  • მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებუგანასხვავებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (გაზომვა, დაკვირვება);
  • მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპონდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;

პროექტის ხელმძღვანელი
ლამარა ქურციკიძე.l.qurcikidze26@gmail.com

пятница, 5 апреля 2013 г.

მე ვარ ლამარა  ქურციკიძე  გორისის  საჯარო  სკოლის  სასწავლო  ნაწილი.პროფესიით  ფილოლოგი.